გაიცანი კომაროველი:კომაროველი ლაშა გელაძე სრული დაფინანსებით ლაფაიეტის კოლეჯში ჩაირიცხა

წარმოგიდგენთ, კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულს - ლაშა გელაძეს!


ლაშა ლაფაიეტის კოლეჯში - Lafayette College (აშშ) ჩაირიცხა სრული დაფინანსებით და სწავლას კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით გააგრძელებს!


STEM სამყარო ლაშას ყოველთვის იზიდავდა და შერჩეული უნივერსიტეტის ძლიერი და მომთხოვნი სამეცნიერო კურსიც სწორედ ცოდნის გასაღრმავებლად შეარჩია.


STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) არის განათლების თანამედროვე აკადემიური ჩარჩო, რომლის მიზანია ტექნიკურ დისციპლინებთან ინტეგრირებულად ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავება, როგორიცაა კრიტიკული ანალიზი, პრობლემის გადაჭრის კრეატიული და სხარტი გზების მოძიება, ციფრული წიგნიერება და ახალ გამოწვევებზე ინოვაციური მიდგომების მოფიქრება. 


ლაშა არის:

  • კომაროვის სკოლის ოქროს მედალოსანი
  • Marquis Scholar სტიპენდიის მფლობელი Lafayette-ში. 
  • SAT და TOEFL გამოცდებზე საქართველოში დაფიქსირებული შედეგების მიხედვით  ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულის მფლობელი. 
  • ლაშას SAT-ის  ქულა  მსოფლიო მასშტაბით რეიტინგულად საუკეთესო 0.001%-ში, ხოლო TOEFL-ის ქულა 1%-ში შედის.  
  • 2020-21 სასწავლო წლებში ქართულის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებული. 
  • 2018-19, 2020-21 სასწავლო წლებში მათემატიკის ეროვნული ოლიმპიადის ფინალისტი. 


ამ ყველაფრის პარალელურად ლაშა დაინტერესებულია პროგრამირებით, კერძოდ ვებ-დეველოპმენტით. თავისუფალ დროს სწორედ პროგრამირების შესწავლას უთმობს და სხვადასხვა პროექტზე მუშაობით იღრმავებს პრაქტიკულ ცოდნას. 


კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს ლაშას!



ზემოთ